17:58 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-01 18:24:52, 1725 ნახვა

პოლიტიკა
ვაშინგტონში საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება

ვაშინგტონში გაიმართება საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა.

მხარეები განიხილავენ საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს, ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების კუთხით ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესს, ასევე იმსჯელებენ უსაფრთხოების მხრივ რეგიონში შექმნილ მდგომარეობასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე. საუბარი შეეხება ასევე ტრანსნაციონალური საფრთხეების წინააღმდეგ თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.

შეხვედრას საქართველოს მხრიდან უხელმძღვანელებენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვახტანგ მახარობლიშვილი და თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ლელა ჩიქოვანი. სამუშაო ჯგუფში ქართული მხრიდან მონაწილეობას მიიღებენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები.

აშშ-ს მხრიდან შეხვედრის თანათავმჯდომარეები იქნებიან პოლიტიკურ და სამხედრო საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოქმედი მოადგილე, კევინ ოკიფი და თავდაცვის მდივნის ოფისის ბალკანეთის, კავკასიისა და შავი ზღვის საქმეთა დირექტორი, ტიფანი პეტროსი.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
პაპუაშვილი ელისაშვილის წინააღმდეგ: ტერორისტებიც ამბობენ, რომ უსამართლობას ებრძვიან
“მცირე ბიზნესის ჯაჭვი” - საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics