13:29 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-29 13:26:48, 1995 ნახვა

სამართალი
ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით, თბილისში 3 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა,  ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის  ბრალდებით, 3 პირი: 1993 წელს დაბადებული ს.ს., 1995 წელს დაბადებული თ.გ. და 1996 წელს დაბადებული ა.ზ., თბილისში,  სხვადასხვა ქუჩაზე დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, ორი პირის დაკავება წერეთლის გამზირზე მოხდა, ხოლო ერთის ცაბაძის ქუჩაზე.

„სამართალდამცველებმა ს.ს. და თ.გ. აკაკი წერეთლის გამზირზე დააკავეს. პოლიციამ, ორივე დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალებები - „ექსტაზი" და „ამფეტამინი" ამოღო.  ა.ზ. კი დაკავებულია ცაბაძის ქუჩაზე. მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებულია, სავარაუდოდ, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება.

ამოღებულ ნარკოტიკულ საშუალებებზე დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

ჩადენილი დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნინო ნადირაძე ხოშტარიას ვივა-მედში გადაყვანაზე: კიდე კაი, შაბათ-კვირა შემარგეს
პაპუაშვილი: გეოპოლიტიკური თამაშები აღრმავებს უფსკრულს ელიტებსა და ხალხს შორის
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics