17:07 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-20 19:19:00, 1957 ნახვა

კომენტარი
წულუკიანი სიების გაყალბებაზე: განმარტება, ალბათ, დღეს შესაბამისი პარტიის წარმომადგენლისგან უნდა მოგვესმინა

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდამჭერთა სიის შესაძლო გაყალბების ფაქტს ეხმაურება.

წულუკიანმა პროკურატურას მიმართა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებას ინფორმაცია უმოკლეს ვადებში მიაწოდოს. 

„დღეს ჩვენ განვიხილავთ ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდამჭერთა სიის შესაძლო გაყალბების ფაქტს, რომელიც, რამდენადაც მედიიდან არის ჩვენთვის,  ყველასთვის, ცნობილი, გამოძიება დაიწყო. ამიტომ მე მინდა, პროკურატურის წარმომადგენელს ვთხოვო მოგვიანებით ამ თემაზე  დეტალური ინფორმაცია, რაც შეუძლია, დღესვე გაგვიზიაროს. ეს ის ინფორმაციაა, რომელზეც, ალბათ, მთავარი მოპასუხეები და მომხსენებლები სწორედ ის პარტიები უნდა ყოფილიყვნენ, რომელთა კანდიდატების სიებთან დაკავშირებითაც გაიჟღერა ინფორმაციამ, რომ მათ მხარდამჭერთა სიები, სავარაუდოდ, გააყალბეს, მაგრამ ისინი დღეს არ გამოცხადდნენ სხდომაზე. არ მინდა, ვიფიქრო, რომ ეს იმიტომ გააკეთეს, რომ პასუხიც არ აქვთ იმაზე, თუ რა მოხდა; იმიტომ, რომ ჩვენ, ალბათ, დაგვჭირდება არაერთი დამკვირვებლისა და არასამთავრობო ორგანიზაციის რჩევაც, თუ როგორ უნდა მოიქცეს სახელმწიფო მაშინ, როცა, დავუშვათ, „ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატის მხარდამჭერთა სიებში აღმოჩნდება მოქმედი პრემიერ-მინისტრის გაყალბებული ხელმოწერა. ამისი ახსნა-განმარტება, ალბათ, დღეს შესაბამისი პარტიის წარმომადგენლისგან უნდა მოგვესმინა, რომელმაც საკუთარ თავს მისცა იმის უფლება და ფუფუნება, რომ არ მობრძანებულიყო, და ეს, ალბათ, იმას ნიშნავს, რომ მათ პასუხი არ აქვთ. თუმცა, გამოძიება დაწყებულია, ამაზე მოვისმენთ პროკურატურის ინფორმაციას", - განაცხადა მინისტრმა. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics