14:23 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-19 10:52:19, 2231 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერმა და სენატორებმა საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და სენატორებმა ბობ კორკერმა და ბობ მენენდესმა აშშ-ის სენატში გამართულ შეხვედრაზე საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებსა და ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერებაზე ისაუბრეს.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ყურადღება გამახვილდა ქვეყნის მიერ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით მიღწეულ პროგრესზე, ასევე - საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ და დაანონსებულ რეფორმებზე. ხაზი გაესვა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში აშშ-საქართველოს მნიშვნელოვან თანამშრომლობას.

მხარეებმა ასევე ყურადღება დაუთმეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და პრემიერ-მინისტრის ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში გამართულ და დაგეგმილ მაღალი დონის შეხვედრებს.

პრემიერ-მინისტრმა სენატორებს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და გამოთქვა რწმენა, რომ ვიზიტი ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებას და გაფართოებას შეუწყობს ხელს.

შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ბაქრაძე დაესწრნენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე თელავის სტიქიაზე - ნებართვები არასწორად იყო გაცემული. ასე მიმაჩნია, თუმცა შევისწავლით
აქტივისტ ისაკო დევიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - ის საპატიმროს 6 თვეში დატოვებს
14-16 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია მაღალი ტემპერატურის ფონზე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
კობახიძე - ქვეყანა იმართება ეფექტიანად, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics