09:48 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-15 14:48:24, 2966 ნახვა

სამართალი
ურთიერთშელაპარაკება ოზურგეთში - დაჭრილია ორი 2 ახალგაზრდა

ოზურგეთში, ურთიერთშელაპარაკების დროს არასრულწლოვანი დაჭრეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოზარდი საავადყოფოში გადაიყვანეს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

უწყების ცნობით, თავდამსხმელი დაკავებულია. 

"შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული თ.ც., ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, ოზურგეთში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 15 სექტემბერს, ოზურგეთში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 2001 წელს დაბადებულ ა.ნ.-ს ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაზარალებული ოზურგეთის საავადმყოფოში არის გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სამართალდამცველებმა თ.ც., მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ ურთიერთშელაპარაკებისას, საკუთარი ცივი იარაღით დაზიანებები თ.ც.-მაც მიიღო. ბრალდებულს სამედიცინო დახმარება მედიკოსებმა უკვე აღმოუჩინეს.

გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.", - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვიტკოფი ირანთან მოლაპარაკებებისთვის კატარში გაფრინდა
შეერთებული შტატები 40 წლის შემდეგ პირველად შექმნის ახალ ბირთვულ ქობინს
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics