13:14 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-12 23:11:33, 1887 ნახვა

პოლიტიკა
ესტონეთის პრეზიდენტი: ოკუპაციას დავარქვათ ოკუპაცია და არასდროს დავნებდეთ

ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდიმ იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პრობლემები მალე გადაიჭრება.

"ძალიან ბედნიერი ვარ საქართველოში დაბრუნებით, სადაც მაქვს საშუალება მონაწილეობა მივიღო ჯონ მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში. ჩვენ ცოტა ხნის წინ დავკარგეთ სენატორი მაკკეინი და ძალიან ემოციურია იმის ნახვა, რაც მან გააკეთა. მან შექმნა კონკრეტული და პრაქტიკული შესაძლებლობები, რათა განვითარებულიყო დასავლურ დემოკრატიებს შორის თანამშრომლობა.

ჩვენ ყველა ერთად უნდა ვიდგეთ, მის სახელზეც, რათა ხელი შევუწყოთ დასავლურ კავშირებსა და დემოკრატიებს და ასევე ხელი შევუწყოთ პოლიტიკურ გამბედაობას, რათა ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ, ოკუპაციას დავარქვათ ოკუპაცია და არასდროს დავნებდეთ, მაშინაც კი როდესაც ნახევარი საუკუნე გვჭირდება სტრატეგიული მიზნების მისაღწევად“, - აღნიშნა კერსტი კალიულაიდიმ.

საქართველო და ესტონეთი ხაზგასმით აღნიშნავენ ევროატლანტიკური უსაფრთხოების თვალსაზრისით შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობას, საქართველოს როლს, როგორც რეგიონის ასევე საერთო ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში. ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა ესტონეთის განსაკუთრებულ მხარდაჭერას საქართველოს დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძემ მოიტყუა როცა თქვა, რომ 2011 წლის აქციის დარბევაზე დასავლეთს და ევროპულ სტრუქტურებს რეაქცია არ ჰქონიათ
კობახიძე - არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი სხვა ევროპული ინსტიტუტების მსგავსად, უკვე ეუთოც ღიად ჩართეს პროცესში
რუმინეთის საგარეო მინისტრი - საქართველს უნდა ჰქონდეს ჯანსაღი დემოკრატია
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მზის ენერგიის სექტორის განვითარებაზე შეხვედრა გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics