04:25 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-11 11:42:40, 677 ნახვა

რეგიონი
კახეთში მევენახეების შემოსავალმა 70 მილიონ ლარს გადააჭარბა

11 სექტემბრის მონაცემებით, კახეთში 42 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული, აქედან 27 ათასამდე ტონა საფერავი, 9 ათასამდე ტონა რქაწითელი, 900 ტონამდე კახური მწვანე, დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წლის 11 სექტემბრის მონაცემებით, 22,5 ათასი ტონა ყურძენი იყო გადამუშავებული.

„რთველის დაწყებიდან დღემდე ყურძენი ღვინის საწარმოებს 4200-მა მევენახემ ჩააბარა, რომელთა შემოსავალმა 70 მილიონ ლარს გადააჭარბა.

ყველაზე დიდი რაოდენობით ყურძენი გადამუშავდა გურჯაანის მუნიციპალიტეტში - 11,5 ათასი ტონა, შემდეგ მოდის ყვარელი- 11 ათასი ტ. თელავი - 8 ათასი ტ., სიღნაღი - 4,7 ათასი ტ., დედოფლისწყარო - 3,2 ათასი ტ., ახმეტა - 2 ათასი და ლაგოდეხი 800 ტონამდე.

დღეღამურად, საშუალოდ 5 ათასამდე ტონა ყურძენი მუშავდება საწარმოების მიერ, რაც იმას ნიშნავს, რომ კახეთში რთველი აქტიურ ფაზაშია.

10 სექტემბერს, რთველის პროცესში ჩართული იყო 60-ზე მეტი ღვინის კომპანია კახეთის რეგიონის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში.

რთველი 2018-ის საკოორდინაციო შტაბში ამ დროისთვის 180-მდე კომპანიაა დარეგისტრირებული. ყურძენი უკვე გადაამუშავა 102-მა ღვინის კომპანიამ“, - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics