13:45 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-06 13:07:13, 1390 ნახვა

კომენტარი
რებეკა ჰარმსი: მოვუწოდებ საქართველოს, უზრუნველყოფილი იყოს პარტიების დაფინანსების გამჭვირვალობა

„მოვუწოდებ საქართველოს და ვთხოვ კიდეც, უზრუნველყოფილი იყოს პარტიების დაფინანსების გამჭვირვალობა“, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რებეკა ჰარმსმა განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მედიაპლურალიზმს დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

„ისევე როგორც ყველა ქვეყანას, რომლებიც რთული ტრანსფორმაციის პროცესს გადიან, საქართველოსაც აქვს პრობლემები. როგორც ევროპარლამენტის წევრი და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარე, მოვუწოდებ საქართველოს და ვთხოვ კიდეც, უზრუნველყოფილი იყოს პარტიების დაფინანსების გამჭვირვალობა. იმედი მაქვს, რომ გარანტირებული იქნება მედიაპლურალიზმი, რასაც ასევე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისთვის. ევროპარლამენტი გამოგზავნის დამკვირვებლებს საპრეზიდენტო არჩევნებისთვის და ჩემი გამოცდილებიდან გეტყვით, ისი „ეუთოსა“ და „ოდეარის“ მისიებთან ერთად კარგ საქმეს გააკეთებენ“,  - განაცხადა რებეკა ჰარმსმა.

ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნინო ნადირაძე ხოშტარიას ვივა-მედში გადაყვანაზე: კიდე კაი, შაბათ-კვირა შემარგეს
პაპუაშვილი: გეოპოლიტიკური თამაშები აღრმავებს უფსკრულს ელიტებსა და ხალხს შორის
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics