13:11 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-05 13:00:17, 842 ნახვა

საზოგადოება
სსე-ის დელეგაცია „დიდი ელექტროენერგეტიკული სისტემების საერთაშორისო საბჭოს“ სესიას დაესწრო

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დელეგაცია, მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის სულხან ზუმბურიძის ხელმძღვანელობით, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში გამართულ, „დიდი ელექტროენერგეტიკული სისტემების საერთაშორისო საბჭოს“ (CIGRE) სესიას დაესწრო.

სესიის ფარგლებში, სსე-ს წარმომადგენლობამ მონაწილეობა მიიღო ტექნიკურ სემინარებსა და შეხვედრებში, დაესწრო გამოფენებს, სადაც წარმოდგენილი იყო თანამედროვე მსოფლიოს უახლესი მიღწევები ელექტროენერგეტიკის სფეროში. შეხვედრის ძირითად მიზანს, ელექტროენერგეტიკული სისტემების საერთაშორისო საბჭოს ეროვნული კომიტეტის, CIGRE-საქართველოს სამომავლო ფუნქციონირება და შესაბამის აქტივობებსა თუ კვლევით კომიტეტებში ქართველი ინჟინრების მონაწილეობის ხელშეწყობა წარმოადგენდა.

CIGRE - საქართველოს ეროვნული კომიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს ორგანიზაციის მმართველობითი სტრუქტურების წევრებთან, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისა და სხვადასხვა ქვეყნის ეროვნული კომიტეტების წარმომადგენლებთან. დიდი ელექტრული სისტემების საერთაშორისო საბჭო არაკომერციული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც 1921 წელს, საფრანგეთში დაარსდა და აერთიანებს მსოფლიოს მასშტაბით, ელექტროენერგეტიკის დარგში მოღვაწე გადამცემი სისტემის ოპერატორებს, მწარმოებლებს, ექსპერტებს, უნივერსიტეტებსა და სადისტრიბუციო კომპანიებს.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
2026 წლის მეორე კვარტალში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები გაიზარდა
ამ დროისთვის ორივენი არიან სტაბილურად - ექიმი ვერაზე დაჭრილ ახალგაზრდებზე
შსს-მ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელთაგან მხოლოდ ერთი პირი დააკავა
ვერაზე მოკლული 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილია, მან ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics