01:03 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-29 17:38:30, 556 ნახვა

რეგიონი
თანადაფინანსებით საცხოვრებელ ფართს აჭარაში კიდევ 39 ეკომიგრანტი ოჯახი შეიძენს

ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამა წარმატებით ხორციელდება.

აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ბათუმის იუსტიციის სახლში ამჟამად საცხოვრებელი ფართების შეძენის მიზნით ხელშეკრულებას დამატებით 39 ეკომიგრანტ ოჯახს უფორმებს.

2018 წელს სამინისტროს თანადაფინანსებით ალტერნატიული საცხოვრებელი 77-მა ეკომიგრანტმა ოჯახმა უკვე შეიძიანა. 3 000 000 ბიუჯეტიანი პროგრამით გათვალისწინებული იყო 115 ოჯახის უზრუნველყოფა, თუმცა წარმოშობილი ეკონომიის ხარჯზე შესაძლებელი გახდა წლის ბოლომდე 115 ბენეფიციარის ნაცვლად 118 ეკომიგრანტი ოჯახის უსაფრთხო გარეში ადგილმონაცვლეობა.

აჭარის მთავრობისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ასევე სტიქიისა და ხანძრის შედეგად დაზარალებული იმ კატეგორიის მოსახლების კომპენსაცია, რომელთა დახმარება არ არის გათვალისწინებული მოქმედი პროგრამით. აღნიშნულისათვის 2018 წელს აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონიდიან 38 ოჯახების დასახმარებლად გამოიყო 318,733 ლარი.

წლის ბოლომდე, სიმბოლურ ფასად, 1 ლარად, ბინები გადაეცემა წაბლანაში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ 208 ოჯახს. მოგეხსენებათ, რომ ამ ოჯახებიასთვის აჭარის მთავრობის თანადაფინასებით ტაბიძის ქუჩაზე შენდება მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი. ეკომიგრანტებისათვის საცხოვრებელი სახლები შენდება ქედასა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებშიც.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics