08:55 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-29 14:42:17, 1488 ნახვა

ეკონომიკა
კახეთში ღვინის ახალი საწარმო გაიხსნა

„ერთიანი აგროპროექტის" ფარგლებში კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში, ღვინის ახალი საწარმო „აგრიდა" გაიხსნა.

საწარმოს გახსნას, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ანდრო ასლანიშვილი დაესწრო.

„გაზრდილი ღვინის ექსპორტი და დივესრიფიცირებული ბაზრები, საქართველოში ახალი ღვინის საწარმოების შექმნის საფუძველს ქმნის.  ამ დროისთვის, საქართველოში 500-მდე ღვინის კომპანიაა, რომელთაგან 250-ს ღვინო ექსპორტზე გააქვს. სახელმწიფოს ხელშეწყობით,  მევენახეობა-მეღვინეობის დარგი გაძლიერებულია და აღარ საჭიროებს სუბსიდიის ფორმით მხარდაჭერას. მისასალმებელია, რომ კიდევ ერთი ღვინის საწარმო გაიხსნა, რომელიც მიმდინარე რთველის პროცესში ჩართვას და მოსახლეობისგან ყურძნის შესყიდვას გეგმავს“, - აღნიშნა ანდრო ასლანიშვილმა.

„აგრიდას" ხელმძღვანელის, გურამ მინდიაშვილს ინფორმაციით, საწარმოო მიმდინარე წლის რთველის პროცესში ჩაერთვება და გადაამუშავებს როგორც საკუთარი ვენახებიდან მოწეულ, ასევე მოსახლეობისგან ჩაბარებულ ყურძენს. „აგრიდა" ფლობს  23 ჰექტარ ვენახს, გეგმავს როგორც ქვევრში დაყენებული, ისე კლასიკური მეთოდით დამზადებული ღვინოების წარმოებას. მისი წარმადობა წელიწადში 1,5 მლნ ბოთლია. ღვინო გაიყიდება როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე ექსპორტზე. საწარმოში სეზონურად 50-მდე ადამიანი დასაქმდება, იგეგმება ღვინის ტურიზმის განვითარება.

საწარმო „აგრიდა" შეიქმნა შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, რომლის ღირებულებამ 1,2 მლნ ლარი შეადგინა.

„ერთიანი აგროპროექტის" ფარგლებში ამ დროისთვის დაფინანსებულია და დამატებით ფუნქციონირებს    28 ახალი  ღვინის საწარმო,  გაფართოებულია  64 ღვინის საწარმო.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics