|
2018-08-24 10:47:59, 1201 ნახვა
კომენტარი
დავით ბაქრაძე: მერკელისგან მივიღე პირობა, რომ გერმანია მხარს დაუჭერს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიასა და სანქციებს
„მე დავაყენე საკითხი და გვქონდა თხოვნა, რომ გერმანიამ მხარი დაუჭიროს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას და სანქციებს და კანცლერისგან მივიღე დაპირება, რომ გერმანია მხარს დაუჭერს სანქციებს ევროპარლამენტის რეზოლუციაში ასახული ტექსტის მიხედვით“, - ამის შესახებ პარტია „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი განმარტებით, გერმანიის კანცლერთან ისაუბრეს ყველა იმ საკითხზე, რომელიც საქართველოს აწუხებს, ერთ-ერთი კითხვა კი შეეხებოდა, მიეცეთ გერმანიაში მყოფ ქართველებს ლეგალურად, მუშაობის საშუალება. „ძალიან გულწრფელი და კარგი შეხვედრა იყო. ჩვენ ვისაუბრეთ ყველა თემაზე, რომელიც დღეს აწუხებს საქართველოს. შემიძლია გითხრათ ორი კონკრეტული შედეგი ამ შეხვედრიდან: პირველი, მე დავაყენე საკითხი და გვქონდა თხოვნა, რომ გერმანიამ მხარი დაუჭიროს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას და სანქციებს და კანცლერისგან მივიღე დაპირება, რომ გერმანია მხარს დაუჭერს სანქციებს ევროპარლამენტის რეზოლუციაში ასახული ტექსტის მიხედვით, მეორე ჩემი დაყენებული კონკრტული თხოვნა იყო მიეცეთ გერმანიაში მყოფ ქართველებს ლეგალურად, კანონიერად მუშაობის საშუალება და აქაც კანცლეეისგან მივიღე დაპირება , რომ ის არის თანახმა დაიწყოს მუშაობა ამ თემაზე და გერმანიის მთავრობა შეიმუშავებს იმ პროფესიების სიას, სადაც ქართველებს მიეცემათ მუშაობის საშუალება. ვფიქრობ, ეს ორივე შედეგი არის ძალიან მნიშვნელოვანი და მინდა მოვუწოდო ჩვენს ხელისუფლებას, მიჰყვეს ამ შეთანხმებას და გააკეთოს ყველაფერი, რომ კანცლერის დადებითი აზრი და მისი დაპირება გადაიზარდოს კონკრეტულ შედეგში. ორივე შედეგი, სანქციების შემოღებაც და ქართველების დასაქმებაც, არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის და ამიტომ მოვუწოდებ ხელისუფლებას, მთავრობამაც , საგარეო საქმეთა სამინისტრომაც, საელჩომაც ყველაფერი გააკეთოს ამ შეთანხმების კონკრეტულად და პრაქტიკულად ცხოვრებაში გატარებისთვის“, -განაცხადა ბაქრაძემ.
კეიკო ფუჯიმორი პერუს პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა.
საგამოძიებო: ორ სხვადასხვა კორუფციულ საქმეზე ორი პირი დავაკავეთ
კობახიძე კვლავ ცდილობს ცენზურის სამმართველოს მუშაობა გაამართლოს
კობახიძე - ბატონი ფიშერი იყო ერთადერთი ელჩი, რომელმაც არათუ არაფერი გააკეთა ამ ურთიერთობების განვითარებისთვის, არამედ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დაზიანებულიყო ურთიერთობები
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)