|
2018-08-21 12:31:06, 1306 ნახვა
საზოგადოება
ავტორიზაციის საბჭო - შავი ზღვის უნივერსიტეტს აქვს ფინანსური დავალიანება, რომელიც გადასახადებისაგან თავის არიდების გამო დაუწესდა
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც საბჭოს განცხადებაშია აღნიშნული, ფინანსურმა პრობლემებმა, რომელთა წინაშეც შავი ზღვის უნივერსიტეტი დგას, შესაძლოა სასწავლო პროცესები სერიოზული რისკების წინაშე დააყენოს. „უნივერსიტეტს სახელმწიფოს წინაშე აქვს შეუსრულებელი ფინანსური დავალიანება, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი გადასახადებისაგან თავის არიდების გამო დაუწესდა. იმისათვის, რომ გათვალისწინებული იყოს სტუდენტთა ინტერესები, მათთვის სასწავლო პროცესთან დაკავშირებით რისკების თავიდან ასაცილებლად, უნივერსიტეტს სტუდენტების მიღების უფლება 1 წლის ვადით შეეზღუდა. აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტის მოქმედი სტუდენტები ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ სწავლას. შეზღუდვა ეხებათ მხოლოდ იმ აბიტურიენტებს, რომელთაც წელს აირჩიეს შავი ზღვის უნივერსიტეტი. მათთვის გამოცხადდება რიგგარეშე მობილობა გამარტივებული წესით. ისინი აირჩევენ სხვა ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს. შესაბამისად, შეძლებენ ახალი სასწავლო წლის შეუფერხებლად დაწყებას. ხარისხის ცენტრი იშუამდგომლებს იმ დაწესებულებებთან, რომლებიც შესაბამისი მიმართულებით ახორციელებენ სასწავლო პროგრამებს. 2018 წლის 20 აგვისტოს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, შპს „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს“ მიენიჭა ავტორიზაცია და 1 წლის ვადით შეეზღუდა სტუდენტთა მიღების უფლება“, - ნათქვამია საბჭოს განცხადებაში.
ქეთი დუმბაძე ონისე ოქრიაშვილზე ფიზიკურ თავდასხმაზე - ძალიან შევწუხდი და განვიცდი
ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი - ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა ან პროვოკატორის ნახელავი უნდა იყოს, ან იდიოტის
შსს - ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი პოლიციაში გამოცხადდა და იკითხება
Freedom House - სანაიას დაპატიმრება Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტის გამო გამოხატვის თავისუფლების აშკარა დარღვევაა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)