23:28 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-19 20:59:30, 648 ნახვა

რეგიონი
მესტიის მიმართულებით არსებულ გზაზე რეაბილიტირებული გვირაბი გაიხსნა

 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტმენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზის 59-ე კმ-ზე რებილიტირებული გვირაბი გახსნა. 
დღეიდან, მესტიის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტის გადაადგილება განახლებული გვირაბის გავლით განხორციელდება. გვირაბის სიგრძე 537 მეტრი, ხოლო დიამეტრი 18,5 მეტრია.
არსებული გვირაბი დაზიანებული იყო და ვერ აკმაყოფილებდა სატრანსპორტო მოთხოვნებს. გვირაბში  შეუფერხებლად და კომფორტულად გადააგილებისთვის, პროექტის შესაბამისად, განხორციელდა გვირაბის სრული რეაბილიტაცია. კერძოდ, გვირაბის მუდმივი სამაგრის მოწყობა და დაზიანებული ადგილების აღდგენა; სადრენაჟე სისტემებისა და ჰიდროიზოლაციის მოწყობა. ასევე, განხორციელდა გვირაბის პორტალების, გვირაბის სავალი ნაწილის, ტროტუარების რეაბილიტაცია და გვირაბის მოსაპირკეთებელი სამუშაოები.
გვირაბის რეაბილიტაციის პროექტი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 6 370 000 ლარი შეადგინა. სამუშაოები 2017 წლის მარტში დაიწყო და მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდა. სამუშაოებზე 150 ადამიანი იყო დასაქმებული.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics