21:54 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-17 13:25:14, 658 ნახვა

რეგიონი
სენაკში რძის კოოპერაციული საწარმო მოქმედებს

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე სასოფლო-სამეურნეო  კოოპერატივ „შურობუმოს“ საქმიანობას გაეცნო.  რძის გადამამუშავებელი კოოპერაციული საწარმო „რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების  მხარდაჭერის „ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოქმედებს.

კოოპერატივი „შურობუმო“ სენაკის მუნიციპალიტეტში საქმიანობს და  16  ფერმერს   აერთიანებს. პროგრამაში ჩართულობით მათ   შესაძლებლობა ეძლევათ   უკვე საბოლოო პროდუქტის რეალიზაციის შედეგად  მიიღონ გაზრდილი შემოსავალი. 

„რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების  მხარდაჭერის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ „შურობუმოს“ გადაეცა   რძის მიმღებ-გადამამუშავებელი აღჭურვილობა და  ნედლი რძის კონტროლის საველე ლაბორატორიული ხელსაწყოები.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „შურობუმო“ ასევე  ჩართულია სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო (ENPARD)  პროგრამაში.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაგემილია მიმდინარე წელს  საქართველოს 8 რეგიონში, რძის გადამამუშავებელი სხვადასხვა სიმძლავრის  13 კოოპერაციული  საწარმო  აშენება.

„რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის“ სახელმწიფო პროგრამის მიზანია თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ნედლი რძის მიმღებ-გადამამუშავებელი კოოპერაციული საწარმოების  შექმნის სტიმულირება.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics