|
2018-08-17 12:49:53, 706 ნახვა
საზოგადოება
აზეულას ციხეზე განათების ქსელი ეწყობა
კოჯორში, აზეულას ციხესა და მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალი ტურისტული ბილიკისთვის განათების ქსელის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. მერიის ინფორმაციით, პროექტს მთაწმინდის რაიონის გამგეობა „თბილსერვისის ჯგუფთან“ ერთად ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, აზეულას ციხეზე, იუნკერების მემორიალსა და წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაზე ორფეროვანი მხატვრული მინათების სისტემა მოეწყობა, მისასვლელ გზასა და ბილიკებზე კი, 50-მდე ლედ სანათი დამონტაჟდება. ამ დროისთვის, ციხის მიმდებარედ ტერიტორიის დაქსელვა და განათების საყრდენი ბოძების მონტაჟი მიმდინარეობს. მთლიანობაში, განათების ქსელი 2 კმ-იან მანძილს მოიცავს. სამუშაოების პროცესს ადგილზე მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე და „თბილსერვისი ჯგუფის“ დირექტორის პირველი მოადგილე დავით დოლიძე გაეცნენ. პროექტი შეთანხმებულია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან, რომლის წარმომადგენლებმაც განათების ადგილების ფიქსაციისთვის ტერიტორია საფრენი აპარატით გადაიღეს. მთაწმინდის გამგეობა აზეულას ციხის ტერიტორიის კეთილმოწყობით თბილისის ტურისტული მარშრუტისთვის კიდევ ერთი ბილიკის დამატებას გეგმავს. პროექტში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაა ჩართული. ახალი ტურისტული ბილიკის გახსნისთვის აღნიშნულ ტერიტორიაზე კეთილმოეწყობა ინფრასტრუქტურა, განთავსდება მიმართულების მაჩვენებლები და საინფორმაციო დაფები. რეაბილიტაცია ჩაუტარდება ციხესიმაგრის მიმდებარედ არსებულ იუნკერთა მემორიალს. სამუშაოები სექტემბრის ბოლოს დასრულდება. აზეულას ციხესიმაგრე თბილისიდან სამხრეთით, დაბა კოჯორში ზღვის დონიდან 1250 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. თავდაპირველი ნაგებობა აღნიშნულ ტერიტორიაზე IX საუკუნეში აშენდა. გადმოცემის მიხედვით, ციხესიმაგრეს „აგარათა ციხეს“, ხოლო შუასაუკუნეებისთვის „აზეულას“ ციხეს უწოდებნენ. ციხე ცნობილია „ქოროღლის“ და „კოჯრის“ სახელწოდებითაც. ციხესიმაგრეს სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა ფეოდალური საქართველოსთვის.
(NS)
Freedom House - სანაიას დაპატიმრება Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტის გამო გამოხატვის თავისუფლების აშკარა დარღვევაა
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)