21:53 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-17 10:31:58, 647 ნახვა

რეგიონი
აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა ბათუმში კონცერტი გამართა

ბათუმის ბულვარში, ანბანის კოშკთან, პროექტ „Check in Georgia“-სა და ფესტივალ „ფოლკლორის დღეები“-ის ფარგლებში აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის კონცერტი გაიმართა.

მაყურებლის წინაშე ანსამბლი „აფხაზეთი“ განახლებული პროგრამით წარსდგა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ესწრებოდა.

ფესტივალი 29 ივლისს დაიწყო და 26 აგვისტომდე გაგრძელდება და მასში 45 ფოლკლორული ანსამბლი მონაწილეობს საქართველოს ყველა რეგიონიდან. ფესტივალის მიზანი ტურიზმის ხელშესაწყობად ქალაქ ბათუმში ჩასული სტუმრებისათვის ქართული ხალხური შემოქმედების გაცნობაა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics