|
2018-08-10 16:08:59, 2944 ნახვა
მსოფლიო
ნიკოლ ფაშინიანი: რუსეთი სომხეთში შექმნილ ახალ ვითარებას უნდა შეეგუოს
სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკლ ფაშინიანის განცხადებით, რუსმა პარტნიორებმა სომხეთში შექმნილ ახალ ვითარებას უნდა შეეგუონ, - ამის შესახებ Armen Press იუწყება. „ქვეყანაში ახალი სიტუაციაა და ჩვენ ყველამ, მათ შორის, ჩვენმა რუსმა პარტნიორებმაც, ახალ ვითარებასთან ადაპტაცია უნდა გავიაროთ. ასე, რომ ყველაფერი რიგზეა", - აღნიშნა ფაშინიანა. ფაშინიანი სომხეთის მეორე პრეზიდენტის რობერტ ქოჩარიანის დაკავებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისი მხრიდან კომენტარის გაკეთება, მიუღებელი იქნება. "ამ ვითარებას ვერ შევაფასებ, რადგან შესაძლოა ის ერთგვარ ზეწოლად იქნას აღქმული. მოსახლეობას არსებულ კითხვებზე პასუხები ისედაც აქვს", - დასძინა პრემიერმა. მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ქოჩარიანის დაკავების გამო შეშფოთება გამოთქვა და ქვეყნის ახალი ხელისუფლება წინამორბედთა პოლიტიკურ დევნაში დაადანაშაულა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)