02:54 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-08 10:57:37, 914 ნახვა

სამართალი
გენერალ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე ხელმეორედ დაკავებული გიორგი ჭანტურიას სახლის ჩხრეკისას იარაღი ამოიღეს

გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული და შემდეგ გათავისუფლებული გიორგი ჭანტურიას სახლის ჩხრეკისას, სარდაფში მდებარე ტახტიდან სამი იარაღი ამოიღეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ჭანტურიას ერთ-ერთი ადვოკატი, ალექსანდრე კობაიძე ავრცელებს.

ამასთან, ადვოკატის განცხადებით, იარაღები სარდაფში თვითონ სამართალდამცველებმა ჩადეს.

„მე არ შემიძლია დავადასტურო, რომ ეს იარაღები იქ იყო, არ იყო, ან საიდან მოხვდა. ამის შემდეგ, მე მივიღე საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა და როდესაც მე იქ ვიყავი, არანაირი კანონსაწინააღმდეგო მათ არ ამოუღიათ. ჩვეულებრივ რეჟიმში მიმდინარეობდა ეს საგამოძიებო მოქმედებები, კითხვის ნიშნებს აჩენს ის, თუ როგორ მოხვდა ამდენი იარაღი, ასეთ სიტუაციაში, როდესაც ადამიანმა იცის, რომ შესაძლებელია მის წინაარმდეგ რაღაცა კონკრეტული წინააღმდეგობები არსებობდეს საგამოძიებო ორგანოებიდან და უცებ აღმოჩნდა, რომ მის ოჯახში პოულობენ იარაღების მთელ არსენალს“, - განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.

ცნობისთვის, სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების პროცესში ყოფილი პროკურორი, გიორგი ჭანტურია მანამდე 17 იანვარს დააკავეს. ოფიციალურად მის მიმართ საქმე სისხლის სამართლის 236-ე მუხლით დაიწყო, რაც საბრძოლო მასალის უკანონო შენახვას გულისხმობს. მოგვიანებით, ჭანტურია ბრალის წარდგენის გარეშე გაათავისუფლეს. გათავისუფლებული გიორგი ჭანტურია სამართალდამცველებმა ხელმეორედ გუშინ საღამოს დააკავეს. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics