10:52 - 25 Jun, 2026
|
2018-08-07 13:34:24, 3078 ნახვა
მსოფლიო
ინდონეზიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 105-მდე გაიზარდა (ვიდეო)
ინდონეზიაში, კუნძულ ლომბოკზე გუშინ მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 105-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ სტიქიური უბედურებების ეროვნული სააგენტოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა სუტოპო ნუგროჰომ განაცხადა. ინფორმაციას "რია ნოვოსტი" ავრცელებს. მედია საშუალების ინფორმაციით, სტიქიის შედეგად 200-ზე მეტმა ადამიანმა სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო. სპეციალისტების განცხადებით, დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს, რადგან მაშველები სამძებრო სამუშაობს ამ დრომდე აგრძელებენ. რამდენიმე ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, რადგან რამდენიმე საათის განმავლობაში 10-ზე მეტი ბიძგი განმეორდა. ცნობისთვის, ინდონეზიაში მიწისძვრა გუშინ მოხდა. მისი სიმძლავრე 6.6 მაგნიტუდა იყო.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)