05:00 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-05 12:23:10, 1129 ნახვა

საზოგადოება
ავარიის დროს დაშავებული 9 ადამიანი საავადმყოფოში რჩება, ორი მათგანის მდგომარეობა მძიმეა

ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ავარიის დროს დაშავებული სამი პაციენტი მცხეთის „ჯეო ჰოსპიტალსის“ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

ამ დროისთვის 9 ადამიანი სამკურნალო დაწესებულებაში რჩება. მათგან ორის მდგომარეობა მძიმეა. ისინი მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან. ორივე პაციენტს  ჩაუტარდა გადაუდებელი ტრავმატოლოგიური ოპერაცია. ქირურგიულ განყოფილებაში მოათავსეს ავარიის დროს დაშავებული 4 არასრულწლოვანი. მათი მდგომარეობა სტაბილურია.  

იაშვილის სახელობის კლინიკაში მოთავსებულ ორ არასრულწლოვანიდან,  ერთი მოზარდი გუშინ გაწერეს, ხოლო მეორე პაციენტი კლინიკას დღეს საღამოს დატოვებს.

თბილისის მიმართულებით მოძრავი სამგზავრო ავტობუსი სოფელ ფერმასთან სატვირთო ავტომობილს გუშინ შეეჯახა. ავარიის დროს დაიღუპა ერთი ახალგაზრდა, 1992 წელს დაბადებული მამაკაცი, ხოლო დაშავდა 13 ადამიანი.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics