|
2018-08-04 14:36:47, 2065 ნახვა
მსოფლიო
გაერო: ჩრდილოეთ კორეა ბირთვულ პროგრამას აგრძელებს
გაერო-ს უშიშროების საბჭოს ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეა ბირთვულ პროგრამას აგრძელებს, რაც ორგანიზაციის რეზოლუციებს არღვევს, - ამის შესახებ BBC იუწყება. გაერო-ს კონფიდენციალური ანგარიშის თანახმად, ჩრდილოეთ კორეა მხარს უჭერს სამხედრო თანამშრომლობას სირიასთან და იემენს იარაღით ვაჭრობაში ეხმარება. ამასთან, იოფიციალური ფხენიანი ცდილობს იარაღი თავადაც გაყიდოს. მედია საშუალების ინფორმაციით, 2 კვირის წინ აშშ-ის დაზვერვა ამტკიცებდა, რომ ჩრდილოეთ კორეამ რაკეტების წარმოება განაახლა. ცნობისთვის, 27 აპრილს ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ლიდერები სრულ ბირთვულ განიარაღებაზე შეთანხმდნენ. მათ ხელი მოაწერეს დეკლარაციას, რომლის თანახმადაც 65-წლიანი კონფლიქტი ფორმალურად დასრულდა. მოგვიანებით, 12 ივლისს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა ისტორიული სამიტის დასრულების შემდეგ, კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)