|
2018-08-04 12:25:08, 1475 ნახვა
მსოფლიო
ამერიკელი სენატორები რუსეთისთვის ინტერპოლის მექანიზმის გამოყენების შეზღუდვას ითხოვენ
ამერიკელი სენატორები მიიჩნევენ, რომ რუსეთს ინტერპოლის ხაზით წითელი ცირკულარით ძებნის გამოცხადების მექანიზმის გამოყენება უნდა შეეზღუდოს, - ამის შესახებ კანონპროექტშია ნათქვამი, რომელიც რუსეთისთვის სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს. ინფორმაციას Tass წყაროზეე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც კანონპროექტშია ნათქვამი, კონგრესმენების აზრით რუსეთი აღნიშნულ მექანიზმს ბოროტად იყენებს. "რუსეთის ფედერაცია ბოროტად იყენებს წითელი ცირკულარების მექანიზმს ინტერპოლის ხაზით, რაც ძირითადად პოლიტიკური მოტივებით არის განპირობებული და პოლიტიკური ოპონენტების დევნას ემსახურება. აშშ-ის გენერალურმა პროკურატურმა, შიდა უსაფრთხოების მინისტრთან ერთად, ინტერპოლში აშშ-ს გავლენა უნდა გამოიყენოს, რათა რუსეთს ინტერპოლის მექანიზმების გამოყენება შეეზღუდოს., მათ შორის წითელი ცირკულარის მექანიზმის გამოყენებაზე დროებითი აკრძალვის დაწესებაც", - ნათქვამია კანონპროექტში. გარდა ამისა, სენატორები დარწმუნებულები არიან, რომ პირებს, რომლებსაც რუსეთი ინტერპოლის მექანიზმების მეშვეობით ეძებს, ამერიკის ტერიტორიაზე შესვლა არ უნდა შეეზღუდოთ. ასევე, ამ ადამიანებს პოლიტიკურ თავშესაფარზე უარი არ უნდა უთხრან. ცნობისთვის, 2 აგვისტოს ამერიკელმა სენატორებმა კონგრესში კანონპროექტი შეიტანეს, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს. კანონპროექტის ავტორი დემოკრატი სენატორი რობერტ მენენდესია. სენატორები კანონპროექტს ახასიათებენ, როგორც "ყოვლისმომცველი კანონმდებლობა, რომელიც რუსეთზე სასანქციო ზეწოლას აძლიერებს".
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)