03:44 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-02 13:33:30, 737 ნახვა

საზოგადოება
მომხდარი ჩხუბის გამო სამხედრო ჩინოსნები გადააყენეს

"პირველ აგვისტოს გიორგი ანწუხელიძის სახელობის კოჯრის სერჟანტთა აკადემიაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის ხელმძღვანელობისა და თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით თანამდებობიდან გათავისუფლებულნი არიან ამავე აკადემიის მეთაური ვიცე-პოლკოვნიკი ზ.ზ. , აკადემიის სერჟანტი, მთავარი სერჟანტი გ. ბ. , საშტაბო და უზრუნველყოფის ასეულის მეთაური მაიორი ა. რ. , ასეულის მეთაურის მოადგილე უფროსი ლეიტენანტი ვ. მ. და ასეულის სერჟანტის მოვალეობის შემსრულებელი სერჟანტი ა.გ.", - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. 

როგორც "ექსპრესნიუსს" უწყებიდა აცნობეს, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განათლების სარდლობის ანწუხელიძის სახელობის სერჟანტა აკადემიის, როგორც სამხედრო ქვედანაყოფის დაცვით უზრუნველყოფას არ ახორციელებს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი.

"სერჟანტთა აკადემიის ტერიტორიის და მასზე განლაგებული ობიექტების დაცვას უზრუნველყოფს სერჟანტთა აკადემიის საშტაბო და უზრუნველყოფის ასეული. შესაბამისად, ობიექტის დაცვასა და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელნი არიან სერჟანტთა აკადემიის შესაბამისი ხელმძღვანელი თანამდებობის პირები. სისხლის სამართლის საქმე 117-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს", - ნათქვამია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, სამხედროებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება გუშინ მოხდა, რის შედეგადაც 3 სამხედრო მოსამსახურა დაიჭრა, ხოლო 2 დაშავდა. ისინი დაავადმყოფოში არიან გადაყვანილი და მათი მდგომარეობა სტაბილურია. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics