10:52 - 25 Jun, 2026
|
2018-07-31 14:33:21, 2557 ნახვა
მსოფლიო
რუსეთში, სამხედრო აღლუმის დროს, საბრძოლო ნავი ხიდს შეეჯახა
სანქტ-პეტერბურგში მიმდინარე საზღვაო სამხედრო აღლუმის დროს სადესანტო ნავი "სერნა"(Серна) "ბლაგოვეშენსკი" ხიდის ბოძს შეეჯახა, - ამის შესახებ Lenta.ru იუწყება. მედია საშუალების ცნობით, ინციდენტი 29 ივლის მოხდა და რუსულ ტელეარხებს ამის შესახებ ინფორმაცია არ გაუშუქებიათ. შემთხვევის შესახებ ცნობა ტელეარხ RT-ის კადრების მეშვეობით გავრცელდა. სამხედრო ოლქში, რომელსაც "სერნა" ეკუთვნის, ინციდენტის შესახებ განცხადებას არ აკეთებენ. მეტიც ვიდეოზე ასახულ შემთხვევას უარჰყოფენ: "29 ივლისს მდინარე ნევაზე გამართულ აღლუმის მწყობრში და მის მსვლელობაში არანაირ ინციდენტს ადგილი არ ჰქონია",-განუცხადეს ჟურნალისტებს. შეგახსენებთ, რომ საზღვაო აღლუმი რუსეთში, ქალაქ პეტერბურგში 29 ივლისს გაიმართა. ამ დღეს ქვეყანაში სამხედრო-საზღვაო ფლოტის დღეს აღნიშნავენ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)