|
2018-07-28 09:53:29, 1043 ნახვა
საზოგადოება
ვახტანგ ყოლბაია პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის წევრებს შეხვდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე გედევან ფოფხაძესა და კომისიის წევრ გიორგი მოსიძეს შეხვდა. ვახტანგ ყოლბაიამ კომისიის წევრებს საპარლამენტო კომიტეტებში გამართულ შეხვედრებზე მიღწეული შეთანხმებები და დაგეგმილი ერთობლივი ქმედებები გააცნო. „ეს იყო საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში გამართული შემაჯამებელი შეხვედრა. ივლისის თვეში ჩვენ პარლამენტის თითქმის ყველა კომიტეტის თავმჯდომარეს შევხვდით და გავაცანით ჩვენი ხედვა. ჩემთვის სასიხარულოა, რომ შეხვედრებზე საქართველოს პარლამენტის მხრიდან თანამშრომლობის გაღრმავების მიმართ ერთსულოვნება დავინახე. დარწმუნებული ვარ, რომ საკანონმდებლო საქმიანობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ჩართულობა დადებით შედეგს მოიტანს როგორც ქვეყნისათვის, ისე დევნილი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისა და სახოვრებელი პირობების გაუმჯობესების კუთხით“, - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ. კომისიის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მნიშვნელობის კიდევ უფრო გაზრდის აუცილებლობას, რათა მეტი გაკეთდეს, როგორც დევნილი ისე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისათვის. შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის განსაკუთრებულ როლს საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივების განხორციელების პროცესში. შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი პეტრე კანკავა ესწრებოდა.
(NS)
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)