01:51 - 23 Jul, 2026
|
2018-07-27 15:59:52, 719 ნახვა
საზოგადოება
ნათია მეზვრიშვილი საფრანგეთის ლტოლვილთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა დაცვის ოფისის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი საფრანგეთის ლტოლვილთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა დაცვის ოფისის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. შსს-ს ინფორმაციით, უცხოელი სტუმრების ინტერესის ძირითად სფეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით საქართველოში არსებული ვითარება წარმოადგენდა. ნათია მეზვრიშვილმა საფრანგეთის ლტოლვილთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა დაცვის ოფისის წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებული ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ. ყურადღება გამახვილდა ოჯახში ძალადობისა და დისკრიმინაციასთან ბრძოლის სფეროში სამინისტროს მიერ მიღწეულ პროგრესზე, ამ მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე.
(NS)
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)