04:53 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-24 16:51:54, 1039 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი ქობულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენელს ფრანსუა პეშოს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში ფრანსუა პეშოს შეხვდა. ეს იყო გაცნობითი ხასიათის პირველი შეხვედრა მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა გიორგი ქობულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად დაამტკიცა.

შეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად განიხილეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით" მიმდინარე პროგრამა საქართველოში, აგრეთვე საქართველოს ეკონომიკის ტენდენციები და მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილი რეფორმები. აღინიშნა, რომ პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რადგან საქართველოს მთავრობის რეფორმების დღის წესრიგს ეფუძნება და მხარს უჭერს ქვეყანას დასახული სტრატეგიული მიზნების მიღწევაში. 
შეხვედრაზე დადებითად შეფასდა საქართველოს პარლამენტის მიერ ისეთი მნიშვნელოვანი კანონის მიღება, როგორიცაა კანონი დაგროვებითი პენსიის შესახებ. აღინიშნა, რომ მიღებული კანონი არსებული სოციალური სისტემის სრულყოფისკენ გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია. შეხვედრაზე  ასევე განხილული იყო სხვა უმნიშვნელოვანესი რეფორმები, რომლის მიზანსაც ქვეყნის ეკონომიკის ინკლუზიური ზრდა წარმოადგენს. შეხვედრაზე საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა ყურადღება გაამახვილა სავალუტო ფონდის პროგრამით გათვალისწინებული ყველა ვალდებულებისა და რაოდენობრივი და სტრუქტურული კრიტერიუმის წარმატებით  შესრულებაზე.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ პარტნიორული ურთიერთობა საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის გაგრძელდება.

შეხვედრას დაესწრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics