|
2018-07-24 13:27:25, 675 ნახვა
საზოგადოება
2019 წლიდან დედაქალაქში პარკირების საათობრივი და ზონალური სისტემა ამოქმედდება
2019 წლის პირველი იანვრიდან, საპილოტე პროექტი განხორციელდება, რომელიც ქალაქის ცენტრალურ უბნებში ზონალურ-საათობრივი საფასურის შემოღებას ითვალისწინებს. ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაციაზე განაცხადა. მისი თქმით, პარკირების სისტემის ეფექტური რეგულირების პოლიტიკა სატრანსპორტო სისტემის განვითარებისკენ იქნება მიმართული. „პარკირების საათობრივი და ზონალური სისტემა მუნიციპალიტეტისთვის საკმაოდ ძლიერი ინსტრუმენტი იქნება, რომელიც დაარეგულირებს, როგორც საპარკინგე ადგილებზე მოთხოვნა-მიწოდებას, ასევე, სატრანსპორტო ნაკადების მართვას. ამ სისტემიდან შემოსული თანხები მთლიანად მიმართული იქნება სატრანსპორტო სისტემის განვითარებისკენ. სისტემა ემსახურება იმას, რომ იმ ადგილებში, სადაც პარკირებაზე მოთხოვნა კრიტიკულად მაღალია, თუმცა საპარკინგე ადგილების საკმარისი რაოდენობა არ არის, მოთხოვნა შემცირდეს და ამის შედეგად, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მოთხოვნა გაიზარდოს. ამით ჩვენს მოქალაქეებს კიდევ ერთ დამატებით სტიმულს გავუჩენთ, რომ კომფორტული საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმგზავრონ და საპარკინგე ადგილების მოსაძებნად არ იწვალონ“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ. მისივე თქმით, კომფორტული და უსაფრთხო საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითრებისთვის ცენტრალური მთავრობა და თბილისის მერია ბოლო წლებში აქტიურად ზრუნავს.
(NS)
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)