|
2018-07-21 22:05:02, 1390 ნახვა
საზოგადოება
ექსპერტიზის დასკვნით, კობაურმა ლორა სმიტი გააუპატიურა, ხოლო 4 წლის ბავშვი მიბჯენით მოკლა
ტელეკომპანია იმედი ექსკლუზიურ ცნობას ავრცელებს, რის მიხედვითაც, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურს სექსუალური კონტაქტი ჰქონდა ლორა სმიტთან, ხოლო 4 წლის ქელებ სმიტი თოფის მიბჯენით მოკლა. "კონტეინერი წარწერით "ლორა ჯოი სმიტი, ნაცხი უკანა ტანიდან - გენეტიკური პროფილი შერეულია, სადაც ერთი ნაწილი ეკუთვნის მალხაზი კობაურს, ხოლო მეორე ნაწილი ეკუთვნის ლორა სმიტს. პაკეტში წარწერით - 1 ორლულიანი სანადირო თოფი, წარწერით BP 0048. მიწის ბალახიანი ნიადაგიდან მოთავსებულ თოფზე არსებული მოყავისფრო ლაქები სისხლს არ წარმოადგენს. ამავე თოფზე არსებული ბალახიდან გენეტიკური პროფილი შერეულია. გენეტიკური პროფილის მაჟორული ძირითადი წილი ეკუთვნის ქელებ ისმატ სმიტს, ხოლო მინორული წილი ეკუთვნის მალხაზ კობაურს“, - ნათქვამია ექსპერტიზის დასკვნაში
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)