|
2015-06-02 18:43:57, 3588 ნახვა
სპორტი
ალექსი პეტრიაშვილი: მარიხუანის მოხმარებისთვის ადამიანები სასჯელს არ უნდა იხდიდნენ
„ჩვენ მოვითხოვთ მარიხუანის დეკრიმინალიზაციას. მისი მოხმარებისთვის ადამიანები სასჯელს არ უნდა იხდიდნენ“, - ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსი პეტრიაშვილმა „ექსპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განუცხადა. მისი თქმით, უნდა მოხდეს ლეგალიზაციის და დეკრიმინალიზაციის ერთმანეთისგან გამიჯვნა და განსხვავება. „ჩვენ მოვითხოვთ მარიხუანის დეკრიმინალიზაციას. მოვითხოვთ, რომ მარიხუანის მოხმარებისთვის ადამიანები სასჯელს არ იხდიდნენ. ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს ლეგალიზაცია, დეკრიმინალიზაცია და რეალიზაცია. უკანონო რეალიზაცია უნდა ისჯებოდეს უმკაცრესად, ხოლო მოხმარება არის ადამიანის ნება და ამისთვის ის არ უნდა ისჯებოდეს“, - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა. ამასთან, პეტრიაშვილის თქმით, „თავისუფალი დემოკრატები“ მარიხუანის დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებს მხარს უჭერენ. „შესაბამისად ვითხოვთ, რომ კანონმდებლობაში შევიდეს ცვლილებები. ჩვენ „თავისუფალი დემოკრატები“ ვუერთდებით ამ საკანონმდებლო ცვლილებების მოთხოვნას. მივმართავთ სახელისუფლებო ძალას, მიიღონ ჰუმანური გადაწყვეტილება. ხელისუფლების პოლიტიკა ამ თვალსაზრისით კიდევ უნდა შეიცვალოს“, - აღნიშნა ალექსი პეტრიაშვილმა. ამ წუთებში მარიხუანის დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია ლოზუნგით „არ დაიჭირო“ იმართება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)