22:59 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-18 16:11:13, 990 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ახალ შენობაში გადადის

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი 2018 წლის 23 ივლისიდან ახალ შენობაში გადადის.

ცენტრალური ოფისის ახალი მისამართი იქნება – თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150.
მოგეხსენებათ, ნინო რამიშვილის N6–ში მდებარე შენობა, რომელშიც სახალხო დამცველის აპარატი იყო განთავსებული, ავარიულ მდგომარეობაში იყო და მასში მუშაობა საფრთხეს უქმნიდა აპარატის თანამშრომელთა ჯანმრთელობას.

საქართველოს მთავრობამ გაითვალისწინა სახალხო დამცველის რამდენიმეწლიანი თხოვნა და აპარატს დროებითი ალტერნატიული ფართის დაქირავების მიზნით დამატებითი თანხა გამოუყო.
მიუხედავად ორგანიზაციის გადასვლასთან დაკავშირებული ტექნიკური სირთულეებისა, სახალხო დამცველის აპარატი შეფერხების გარეშე მიიღებს მოქალაქეთა განცხადებებს და იმუშავებს ცხელი ხაზის რეაგირების ჯგუფი. ცხელი ხაზის ოპერატორთან დაკავშირება კვლავინდებურად, შესაძლებელი იქნება ნომერზე - 1481; ასევე, მოგვმართეთ ელექტრონულ მისამართზე info@ombudsman.ge და საფოსტო მისამართზე: დავით აღმაშენებლის გამზირი N150, თბილისი, 0112.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics