23:00 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-18 14:43:33, 555 ნახვა

საზოგადოება
დედაქალაქის მერია რამდენიმე გამზირისა და ქუჩის რეაბილიტაციას იწყებს

"უახლოეს დღეებში, თბილისის მასშტაბით, მნიშვნელოვანი მაგისტრალების, გამზირებისა და ქუჩების რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყება", - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ბარათაშვილის აღმართის კაპიტალური რეაბილიტაცია დღეიდან იწყება. 

„დღეს იწყება ბარათაშვილის აღმართის კაპიტალური რეაბილიტაცია, რაც, შეიძლება ითქვას, ათეულობით წლის განმავლობაში არ განხორციელებულა. სამუშაოების ფარგლებში, გათვალისწინებულია სანიაღვრე ქსელის აღდგენა, სადრენაჟო სისტემის, ბორდიურისა და ტროტუარის მოწყობა. ასევე, მთლიანად შეიცვლება განათების სისტემა. ჯამში, 15 ათასი კვადრატული მეტრი ასფალტის საფარი შეიცვლება. ამ კონკრეტული პროექტის განხორციელებაში დაახლოებით, 3 მილიონ 233 ათასი ლარი დაიხარჯება“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების გამო, თბილისში ტრანსპორტის გადაადგილების მხრივ, გარკვეული შეზღუდვები დაფისქირდება, რის გამოც, დედაქალაქის მერი მოსახლეობას ბოდიშს უხდის.

„ქალაქში, სხვადასხვა რაიონებში მნიშვნელოვანი და მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას ვიწყებთ. მინდა ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას, მძღოლებს იმიტომ, რომ ქალაქში გარკვეული შეზღუდვები იქნება, თუმცა ეს ყველაფერი ჩვენი ქალაქის მოსახლეობისთვის კეთდება. მიზანმიმართულად იქნა არჩეული ეს პერიოდი, რადგან ხალხი ქალაქიდან გადის და შედარებით, ნაკლები მოძრაობაა. ჩვენ რამდენიმე დღის განმავლობაში, კონკრეტულ მონაკვეთებზე შესაბამის სამუშაოებას დავიწყებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

დედაქალაქის მერის ინფორმაციით, ასევე, დაიწყება კახეთის გზატკეცილის მარჯვენა სათადარიგო ზოლის კაპიტალური სამუშაოები, მარცხენა სათადარიგო ზოლზე სამუშაოები უკვე მიმდინარეობს, რომელიც რამდენიმე თვეში დასრულდება. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics