22:21 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-13 17:38:36, 649 ნახვა

კომენტარი
პრეზიდენტი: წულუკიანთან დაკავშირებით არასამთავრობო სექტორისა და საზოგადოების დიდი ნაწილის შეშფოთებას ვიზიარებ

თეა წულუკიანთან დაკავშირებით არასამთავრობო სექტორისა და საზოგადოების დიდი ნაწილის შეშფოთებას ვიზიარებ, - ასე გემოეხმაურა პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იუსტიციის მინისტრის პოსტზე კვლავ თეა წულუკიანის წარდგენას.

„მე ფაქტად ვხედავ იმას რომ საქართველოში სასამართლო ხელისუფლება ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის ერთ-ერთი არააქტიურად ჩართული ნაწილია და ბუნებრივია, აქ წვლილი იუსტიციის მინისტრისაც გასააზრებელია. მე მიმაჩნია, რომ იმ სერიოზული უკმაყოფილებების ტალღა, რომელიც სულ რაღაც ერთი თვის წინ იყო რუსთაველზე, ის ტრაგიკული ისტორიები, რომლებსაც ჩვენ ვისმენდით რუსთაველზე, არ იყო მარტო სარალიძის საქმე, ეს იყო ათობით შემაძრწუნებელი საქმე. დაზარალებულს ღამეების თენება არ უნდა სჭირდებოდეს ან პროკურატურასთან ან შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, რომ მიაღწიოს სამართალს. აქედან გამომდინარე, მე ვიზიარებ იმ პოზიციას რომელიც აქვს საზოგადოების იმ სულისკვეთებას, რომ ამ მიმართულებით ბევრად უფრო რადიკალური ნაბიჯები იყო გადასადგამი“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics