|
2018-07-12 16:14:49, 568 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს მსოფლიო ბანკის მისია სტუმრობს
„ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროგრამის" მეშვეობით განხორციელებული ქვემო სამგორის მარჯვენა მაგისტრალური არხის სარეაბილიტაციო პროექტის მონიტორინგის მიზნით, საქართველოს მსოფლიო ბანკის მისია სტუმრობს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, "ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროგრამის" ხელმძღვანელი, ვილფრედ ჰანდერტმარკი, მსოფლიო ბანკის ადგილობრივ წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან ერთად, შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურ დირექტორს, არჩილ ბუკიას შეხვდა. „საქართველოს მელიორაციის“ ოფისში გამართულ შეხვედრაზე მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განხორციელებული სარწყავი სისტემის სარეაბილიტაციო პროექტი და "საქართველოს ირიგაციის 2017-2025 წლების სტრატეგიის" სამოქმედო გეგმაზე იმსჯელეს. განიხილეს საქართველოს კანონის პროექტი წყალმომხმარებელთა ორგანზიაციების შესახებ, სახელმწიფოს მხრიდან ფერმერების მხარდაჭერის პროგრამები და წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შექმნისათვის საჭირო ღონისძიებები. შეხვედრას შპს „საქართველოს მელიორაციის“ ტექნიკური დირექტორი თენგიზ ლაკირბაია და კომპანიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)