|
2018-07-12 14:02:54, 620 ნახვა
საზოგადოება
ცხელი სარაგბო ზაფხული საქართველოში გრძელდება - ივლისის ბოლოს თბილისი ოთხთა ტურნირს უმასპინძლებს
ცხელი სარაგბო ზაფხული საქართველოში გრძელდება - ივლისის ბოლოს თბილისი ოთხთა ტურნირს უმასპინძლებს. რაგბის ზაფხულის თასი | Rugby Summer Cup 2018 საქართველოში პირველად იმართება. წლევანდელი ტურინირის სპონსორია „თიბისი“ და მასში ოთხი გუნდი მიიღებს მონაწილეობას - ფრანგული ტოპ 14-ის გრანდი 'რასინგ 92' (Racing 92), ბრაზილიის ეროვნული ნაკრები და არგენტინა XV, ხოლო მეოთხე გუნდი იქნება 'საქართველო XV' ('A' ნაკრები, ყოფილი მზარდი საქართველო). ტურნირის ოფიციალური პრეზენტაცია 11 ივლისს თიბისი ბანკის სათაო იფისში (მარჯანიშვილის 7) შედგა. Rugby Summer Cup-ის შესახებ სრკ-ს პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ და თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილემ ნიკა ქურდიანმა ისაუბრეს. ტურნირი ორ ტურად - 28 ივლისსა და 3 აგვისტოს „მიხეილ მესხზე“ გაიმართება. 28 ივლისს საქართველო XV არგენტინა XV-ს, ხოლო 'რასინგი' ბრაზილიის ნაკრებს შეხვდება; 3 აგვისტოს 'რასინგი' არგენტინა XV-ს ეთამაშება, საქართველო XV კი ბრაზილიას შეხვდება. მოგებული გუნდი 4 სატურნირო ქულას მიიღებს და თუ გამარჯვებული მეტოქეს 3-ზე მეტ ლელოს გაუტანს, ერთ ბონუს ქულასაც მიითვლის. 7 და ნაკლები ქულით მარცხი ასევე 1 ქულად ფასობს, ხოლო ფრეზე ორივე გუნდი 2-2 ქულას ჩაიწერს. მონაწილე გუნდების შესახებ ვრცელი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ რაგბის კავშირის ვებ-გვერდზე Rugby.ge
(R)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)