|
2018-07-11 11:13:34, 3849 ნახვა
სპორტი
„ისინი არიან ხელისუფლების გავლენის ქვეშ“ - ოთარ კახიძემ საპროკურორო საბჭოს სხდომა დატოვა
„ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ საპროკურორო საბჭოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. მისი პროტესტი სხდომის დახურვამ გამოიწვია. როგორც კახიძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ კანდიდატებისგან პასუხები პირდაპირ ეთერში მიიღოს და მათი კვალიფიკაცია შეაფასოს. ”სხდომის დაწყებისთანავე დავაყენე საკითხი, რომ კანდიდატებთან გასაუბრება ყოფილიყო ღია მედიისთვის, როგორც ღია არის კენჭისყრის და ხმის დათვლის პროცესი ვინაიდან მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ მიიღოს პასუხები პირდაპირ ეთერში კანდიდატებისგან და შეაფასოს მათი კვალიფიკაცია. საპროკურორო საბჭომ ეს მოთხოვნა არ გაიზიარა. სხდომა იქნება დახურული და მე ვერ ვხედვ აზრს მივიღო მონაწილეობა ამ პროცესსში. რა თქმა უნდა ბატონი შალვა შავგულიძეც არის იგივე პოზიციაზე. ჩვენ არ გვქონია ილუზია, რომ ეს საპროკურორო საბჭო აირჩევდა ბატონ შალვას მთავარ პროკურორად, ვინაიდან ისინი აირიან სრული გავლენის ქვეშ დღევანდელი ხელისუფლების და ბიძინა ივანიშვილის“, - განაცხადა კახიძემ. ცნობისთვის, საპროკურორო საბჭომ დღეს მთავარი პროკურორობის კანდიდატი უნდა შეარჩიოს. იუსტიციის მინისტრის მოადგილემ საპროკურორო საბჭოს მთავარი პროკურორობის 3 კანდიდატი შესთავაზა: ნინო გოგნიაშვილი, შალვა თადუმაძე და შალვა შავგულიძე. თუმცა, შალვა შავგულიძემ ცოტა ხნის წინ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)