|
2018-07-10 16:53:26, 696 ნახვა
საზოგადოება
თბილისს სექტემბრიდან 9 ახალი ბაგა-ბაღი შეემატება
თბილისში სექტემბრიდან საჯარო ბაგა-ბაღების რაოდენობა 180-მდე გაიზრდება - დედაქალაქში 9 ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნება, ხოლო 2 მოქმედ ბაღს, ახალი კორპუსი შეემატება. ინფრასტრუქტურული პროექტების უდიდესი ნაწილი დასრულებულია. ამჟამად, სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს ნუცუბიძის პლატოს მე-4 მიკრორაიონსა და ნაძალადევის რაიონში, ე.წ. ხეხილსანერგე მეურნეობის ტერიტორიაზე აშენებულ ბაგა-ბაღებში. 2018-2019 სააღმზრდელო წლის დაწყებამდე დასრულდება ბაღების ტერიტორიაზე სათამაშო მოედნებისა და ეზოების კეთილმოწყობაც. ახალ ბაღებს უკვე მიენიჭა ნომრები. შესაბამისად, 18 ივნისიდან მიმდინარეობს აღსაზრდელთა რეგისტრაცია. ახალი ბაღების ნომრებია: N49 - ნაძალადევის რაიონი, გარეჯის ქუჩის მიმდებარედ; N67 - საბურთალოს რაიონი, სოფელი დიღომი, მოციქულთა სწორი ნინოს ქუჩა; N73 - საბურთალოს რაიონი, დიდი დიღმის მე-3 მ/რ, მე-12 კორპუსის მიმდებარედ; N53 - გლდანის რაიონი, სოფელი გლდანი, მაყვალა მრევლიშვილის ქუჩა; N57- გლდანის მე-3ა მ/რ, 24-ე კორპუსის მიმდებარედ N44 - ვაკის რაიონი, ნუცუბიძის პლატო, მე-4 მ/რ, 27-ე კორპუსის მიმდებარედ; N118 -ვაკის რაიონი, წყნეთი, სოხუმის ქუჩა N49-ის მიმდებარედ; N38 - დიდუბის რაიონი, ზუგდიდის ქუჩა N3; N68 - ჩუღურეთის რაიონი, პალიასტომის ქუჩაზე N1.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)