19:54 - 22 Jul, 2026
|
2018-07-10 13:31:16, 736 ნახვა
საზოგადოება
პარა ტაიკვანდოს სპორტსმენებისთვის ახალი ფორმა „საქართველოს რკინიგზამ“ შეიძინა
დღეიდან პარა ტაიკვანდოს სპორტსმენები ახალი ფორმებით ივარჯიშებენ. სპეციალური სამოსი მათთვის "საქართველოს რკინიგზამ შეიძინა". პარა ტაიკვანდოს ფედერაცია, ახლად დაფუძნებული ორგანიზაციაა, რომელიც სპორტსმენების განვითარებასა და მათ საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენას უწყობს ხელს. პ არა ოლიმპიურ ცენტრში სპორტსმენები სისტემატიურად ვარჯიშობენ. საქართველოს რკინიგზის დახმარებით, ისინი საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობას შეძლებენ. ახალი ფორმები და სპეციალური სიგელები პარა სპორტსმენებს დღეს საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა, დავით ფერაძემ და ფილიალ "მგზავრთა გადაყვანის“ ხელმძღვანელმა, ელდარ ფერცულიანმა გადასცეს. "საქართველოს რკინიგზა" მომავალშიც გააგრძელებს პარასპორტის მხარდაჭერას.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)