|
2018-07-09 21:16:24, 1133 ნახვა
საზოგადოება
აშშ-ს საელჩოსთან ხსოვნის და სოლიდარობის აქცია გაიმართა
აშშ-ს საელჩოსთან რიგითი მოქალქეები არიან შეკრებილი, რომლებიც ხადას ხეობაში მოკლული ამერიკელი ოჯახის ტრაგედიას იზიარებენ და სოლიდარობას გამოხატავენ. აშშ-ს საელჩოსთან სოლიდარობის აქციაზე იმყოფება საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი, რომელიც ხადას ხეობაში მკვლელობის გამო მწუხარებას გამოთქვამს. მან მადლობა გადაუხადა ქართველ სამართალდამცველებს, რომლებმაც მკვლელობის საქმე გამოიძიეს. “ხადას ხეობაში მომხდარი საზარელი მკვლელობის გამო საქართველოს მოქალაქეებს გთხოვთ, სამძიმრის გამოსახატად შევიკრიბოთ დღეს, 20:00 საათიდან, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წინ, მიმდებარე ტერიტორიაზე და თანაგრძნობა, წუხილი, სამძიმარი და მონანიებაც გამოვუცხადოთ სმიტების ოჯახის ახლობელბსა და ნათესავებს”, – ნათქვამი იყო ღონისძიების ავტორების განცხადებაში. ღონისძიება ფეისბუკზე დაიგეგმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)