18:57 - 22 Jul, 2026
|
2018-07-08 16:12:48, 661 ნახვა
საზოგადოება
ბათუმში ნეონატოლოგთა საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა
დღეს, სასტუმრო „შერატონში“ საქართველოს ნეონატოლოგთა ასოციაციის ორგანიზებით VIII საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა. კონფერენციის ფარგლებში განიხილება „უახლესი მიღწევები ნეონატოლოგიასა და პედიატრიაში“. კერძოდ: იშვიათი დაავადებების დიაგნოსტიკა, ბავშთა ასაკის მეტაბოლური ენცეფალიპათიები, ურგენტული ენდოკრინული პათოლოგიები ახალშობილებში და სხვა. შეხვედრას ესწრება აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ზაალ მიქელაძე და მინისტრის პირველი მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი რუსუდან შავიშვილი. კონფერენცია ეძღვნება დამსახურებული მოღვაწის, სახელმწიფო პრემიის ორ გზის ლაურეატის - პროფესორ გურამ ნიჟარაძის დაბადებიდან 90 წლის იუბილეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)