23:40 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-06 19:15:37, 994 ნახვა

ეკონომიკა
მეიდანზე ხვალ „კოოპ-მარკეტი“ გაიმართება

კოოპერატივების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით  7 ივლისს, მეიდანზე  14 :00 საათიდან „კოოპ-მარკეტი“ გაიმართება.  

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წარმოებული  პროდუქციის პოპულარიზაციისა და რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, გამართულ გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობას მიიღებს,  საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოქმედი აგროპროდუქციის მწარმოებელი 20 -ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო  კოოპერატივი.

„კოოპ-მარკეტზე“  წარმოდგენილი იქნება  მათ მიერ წარმოებული თაფლი და თაფლის პროდუქტები, ღვინო, ჩაი,  ყველი  და  ხილი.

ღონისძიება იმართება ქალაქ თბილისის  მერიის მხარდაჭერითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით.

დღეისათვის საქართველოში სხვადასხვა დარგის 1200 -ზე მეტი  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია რეგისტრირებული. სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით კოოპერაცია აგრარული პროდუქციის წარმოების ზრდას, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სტანდარტების დანერგვას და, შედეგად, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკურ გაძლიერებას უწყობს ხელს. 

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics