07:41 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-05 15:43:00, 2293 ნახვა

მსოფლიო
ევროკავშირში უვიზო მიმოსვლისთვის 2021 წლიდან ელექტრონული ავტორიზაციის გავლა იქნება საჭირო

ევროპარლამენტმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის მქონე ქვეყნების მოქალაქეებისათვის ელექტრონული ფასიანი ავტორიზაციის დაწესებას მხარი დაუჭირა, - ამის შესახებ ინფორმაცია ევროპარლამენტის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

ევროპის სამგზავრო ინფორმაციისა და ავტორიზაციის სისტემა, იგივე ETIAS-ი 2021 წლიდან ამოქმედდება.

ევროპარლამენტარები მიიჩნევენ, რომ მსგავსი ტიპის შემოწმება ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთის მეტი უსაფრთხოების გარანტი იქნება. ამასთან, მათვე მტკიცებით, ETIAS იქნება ელექტრონული კითხვარი, რომლის შევსება მოქალაქეებს სირთულეს არ შეუქმნის.

აღსანიანვია, რომ მსგავსი ელექტრონული ავტორიზაცია უკვე აპრობირებულია ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადასა და ავსტრალიაში.

ახალი რეგულაციის თანახმად, ელექტრონული ავტორიზაციის საფასური 7 ევროს შეადგენს და ის მიღებიდან 3 წლის განმავლობაში იქნება მოქმედი. ამასთან, ავტორიზაცია უფასო იქნება 18 წლამდე ასაკისა და 70 წელს გადაცილებული პირებისთვის.

რაც შეეხება აპლიკაციის ფორმას, მოქალაქემ პირადი მონაცემების გარდა (სახელი, გვარი, დაბადების ადგილი და თარიღი, მოქალაქეობა), უნდა მიუთითოს ინფორმაცია ნასამართლეობის შესახებ, ნამყოფია თუ არა ომის ან კონფლიქტის ზონაში და სხვა.

აღნიშნული კენჭისყრის შემდეგ, რეგულაცია კენჭი უნდა უყაროს ევროსაბჭომ, რის შემდეგაც 2021 წლიდან ETIAS-ი ძალაში შევა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics