|
2018-07-05 12:50:24, 680 ნახვა
საზოგადოება
მიმდინარე წლის 6 თვეში, ქართული ღვინის ექსპორტი 21%-ით გაიზარდა
სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2018 წლის პირველ ნახევარში, საქართველოდან მსოფლიოს 48 ქვეყანაში ექსპორტირებულია 38,2 მილიონი ბოთლი ღვინო (0,75 ლ), რაც 2017 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 21%-ით აღემატება. სააგენტოს ცნობით, ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 90,3 მილიონი აშშ დოლარია, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 28% შეადგინა. ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტის ზრდის ბოლო წლების ტენდენცია მიმდინარე წლის პირველი ნახევრის მონაცემებითაც შენარჩუნებულია, რაც მეღვინეობის დარგში გატარებული სწორი სახელმწიფო პოლიტიკისა და შესაბამისი სამთავრობო სტრუქტურებისა და კერძო სექტორის შეთანხმებული საქმიანობის შედეგია. ქართული ღვინის ექსპორტი გაზრდილია ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე როგორც ევროპისა და აზიის მიმართულებით, ისე აშშ-ში და სხვა ტრადიციულ ბაზრებზე. 2018 წლის იანვარ-ივნისის მონაცემებით ექსპორტის ზრდა აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში: იაპონია - 200% (130 638 ბოთლი), ჩეხეთი - 134% (30456), ყირგიზეთი 81% (140370), სამხრეთ კორეა - 78% (31650), ნიდერლანდები - 68% (38799), დიდი ბრიტანეთი - 67% (46782), გერმანია - 43% (286054), უკრაინა - 41% (4191217), ყაზახეთი - 42% (1652292), ლატვია - 32% (905982), პოლონეთი - 30% (1573328), რუსეთი - 24% (24022113), ესტონეთი - 22% (294900), ლიეტუვა - 9% (188052), აშშ - 7% (188762) და სხვა. ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი (24 022 113), უკრაინა (4 191 217), ჩინეთი (2 975 804), ყაზახეთი (1 652 292) და პოლონეთი (1 573 328). საანგარიშო პერიოდში სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 190-მა კომპანიამ განახორციელა. ამასთან, იანვარ-ივნისში საქართველოდან მსოფლიოს 20 ქვეყანაში ექსპორტირებულია 8,4 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 23%-ით აღემატება გასული წლის 6 თვის მონაცემებს. ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა 17 მლნ აშშ დოლარს მიაღწია - ზრდამ 6% შეადგინა. საანგარიშო პერიოდში საქართველოდან მსოფლიოს 20 ქვეყანაში ექსპორტირებულია 178 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ზრდამ შეადგინა 100%. სულ ექსპორტირებულია 530 ათასი აშშ დოლარის ღირებულების ჭაჭა, რაც 116%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. სულ, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა წლის პირველ ნახევარში 148,3 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 21%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
(NS)
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს
ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა: ოცნების რეჟიმმა ავტორიტარიზმი დაამყარა, EU ვერ დარჩება დუმილის რეჟიმში
სირსკი: ჩემს შემცვლელს ვუტოვებ არმიას, რომელიც უტევს, იმედია, ეს გაგრძელდება
OpenAI: ავტონომიურმა AI-მ სხვა კომპანიის სისტემებში დამოუკიდებლად შეაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)