17:50 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-05 11:54:47, 567 ნახვა

საზოგადოება
გენგეგმის თანახმად, მტკვრისა და მისი შენაკადების გასწვრივ საფეხმავლო და საველოსიპედო ბილიკები მოეწყობა

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმის თანახმად, თბილისში, მდინარე მტკვრისა და მისი შენაკადების გასწვრივ, უწყვეტი, გამწვანებული საფეხმავლო და საველოსიპედო ბილიკების ქსელი უნდა მოეწყოს.

აღსანიშნავია, რომ მტკვრისა და მისი შენაკადების გასწვრივ ბილიკების ქსელის მოწყობა „მწვანე ქალაქის“ კონცეფციით განსაზღვრული ერთ-ერთი ამოცანაა.

"მტკვრისპირა სარეკრეაციო სისტემამ მდინარის ჩრდილო-დასავლეთითა და სამხრეთ-აღმოსავლეთით არსებული ბუნებრივი ლანდშაფტები უნდა დაიცვას, ასევე, უზრუნველყოს ქალაქის ცენტრალური ნაწილი მდინარისპირა ურბანული სარეკრეაციო სივრცეებით, რომლებიც ქალაქის განიავებისა და გაგრილების დერეფნების ფუნქციასაც შეასრულებს. გამწვანებული საფეხმავლო და საველოსიპედო ბილიკების ქსელი კი, ურბანული ხაზოვანი გამწვანების დერეფნებთან ერთად, ველომოყვარულთათვის და ფეხით მოსიარულეთათვის კომფორტულს გახდის ქალაქში გადაადგილებას და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს. თბილისის გამწვანებული რეკრეაციული სივრცეები უნდა ჩამოყალიბდეს ერთიან, შეკავშირებულ სისტემად, რაც ერთი მხრივ, გაზრდის მათ ეფექტიანობას დამსვენებელთათვის ფართო, ერთმანეთთან დაკავშირებული სასეირნო თუ სავარჯიშო ქსელის შეთავაზებით და მეორე მხრივ, კომფორტული, ეფექტიანი გადაადგილების საშუალება იქნება ფეხით მოსიარულეთა და ველომოყვარულთათვის", - ნათქვამია დოკუმენტში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს
ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა: ოცნების რეჟიმმა ავტორიტარიზმი დაამყარა, EU ვერ დარჩება დუმილის რეჟიმში
სირსკი: ჩემს შემცვლელს ვუტოვებ არმიას, რომელიც უტევს, იმედია, ეს გაგრძელდება
OpenAI: ავტონომიურმა AI-მ სხვა კომპანიის სისტემებში დამოუკიდებლად შეაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics