|
2018-07-03 18:09:38, 878 ნახვა
საზოგადოება
შემოსავლების სამსახური - რუსეთი ყაზბეგის მიმართულებით სატვირთო მანქანების მიმოსვლას შეზღუდული რეჟიმით ახორციელებს
საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ მე-6 დღეა შეფერხებით მუშაობს. შემოსვალების სამსახურის ინფორმაციით, ნაცვლად 400-500 სატვირთო ავტომობილისა, გამშვები პუნქტი 24 საათის განმავლობაში 240-მდე მანქანას ატარებს. „შეზღუდვის მიზეზი რუსეთის ფედერაციის საბაჟო გამშვები პუნქტის მიერ დაწესებული ლიმიტია. რუსი მებაჟეების განცხადებით, ტურისტულ სეზონზე მათთვის პრიორიტეტი, ტურისტებისა და მათი მსუბუქი ავტომანქანების მომსახურებაა. ქართული მხარის შეთავაზების მიუხედავად, დღე-ღამის განმავლობაში, სატვირთო მანქანების გადაადგილების მიმართულების შეცვლის სქემის გამოყენების თაობაზე, რაც ხელს შეუწყობს პარალელურად მსუბუქი ავტომანქანების შეუფერხებლად გადაადგილებას, ასევე გამტარი ზოლების სრულად გამოყენებას, რაც ასევე რუსული მხარის მიერ შეზღუდულია, რუსული მხარე კვლავაც მხოლოდ ერთი გამტარი ზოლის (გეითის) გამოყენებით ახორციელებს სატვირთო მანქანების გატარებას. ამ დროისთვის, საქართველოს მხარეს რუსეთის მიმართულებით გადაადგილების მიზნით, 600-ზე მეტი სატვირთო მანქანაა მობილიზებული“, - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს
ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა: ოცნების რეჟიმმა ავტორიტარიზმი დაამყარა, EU ვერ დარჩება დუმილის რეჟიმში
სირსკი: ჩემს შემცვლელს ვუტოვებ არმიას, რომელიც უტევს, იმედია, ეს გაგრძელდება
OpenAI: ავტონომიურმა AI-მ სხვა კომპანიის სისტემებში დამოუკიდებლად შეაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)