22:22 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-02 11:14:59, 879 ნახვა

ეკონომიკა
პეკინში აბრეშუმის გზის ფორუმზე საქართველოს საინვესტიციო პოტენციალზე იმსჯელებენ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი, 27 ივნისს, ჩინეთში, ქ. პეკინში მონაწილეობას მიიღებს აბრეშუმის გზის ფორუმის მუშაობაში (China’s Belt and Road), სადაც   საქართველოს საინვესტიციო კლიმატსა და პოტენციალზე ისაუბრებს, ასევე, ფორუმის მონაწილეებს   კონკრეტულ საინვესტიციო პროექტებს გააცნობს.

სააგენტოს ცნობით, Belt and Road არის საერთაშორისო ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს აბრეშუმის გზის ქვეყნებს შორის ბიზნესთანამშრომლობის ხელშეწყობას, რესურსების ეფექტურ გადანაწილებას, ბაზრების ინტეგრაციას და სხვა ეკონომიკური ფაქტორების გაუმჯობესებას. დაგეგმილ ფორუმზე  ყურადღება განსაკუთრებულად გამახვილდება ევრაზიის ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს, ყაზახეთისა და უზბეკეთის ეკონომიკურ პოტენციალზე. ბიზნესფორუმის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ ბიზნესკონსულტანტები, სავაჭრო პალატების თავმჯდომარეები და საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლები ევრაზიის კონტინენტის ქვეყნებიდან.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics