|
2018-07-01 12:25:01, 650 ნახვა
საზოგადოება
რა დოკუმენტებია საჭირო და რა მოწმდება ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური ინსპექტირების დროს
საქართველოში რეგისტრირებული ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალების სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება, ეტაპობრივად, 2019 წლის ბოლომდე უნდა განხორციელდეს. ინსპექტირების ჩასატარებლად სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე (მფლობელი) ვალდებულია წარადგინოს: ა) სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა; ბ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი. აღსანიშნავია, რომ სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე დამოუკიდებლად ირჩევს ინსპექტირების ცენტრს სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ადგილისა და თავისი საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად. მას ასევე შესაძლებლობა ექნება ვებ-გვერდის (www.pti.ge) საშუალებით მისთვის ნებისმიერ ხელმისაწვდომ ინსპექტირების ცენტრში ტექნიკური ინსპექტირების გასავლელად დაგეგმოს ვიზიტი მისთვის სასურველი თარიღის და დროის გათვალისწინებით. ან მსგავსი მომსახურება მიიღოს ცხელი ხაზის (1484) საშუალებით, ასევე მიიღოს დეტალური ინფორმაცია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ. ინსპექტირების დროს ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე მოწმდება: სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიკაცია; სამუხრუჭო აღჭურვილობა; საჭით მართვის სისტემა; ხილვადობა; ფარები, შუქამრეკლები და ელექტრომოწყობილობა; ღერძები, თვლები, საბურავები და დაკიდება; შასი და მისი შემადგენლები; სხვა მოწყობილობები; გარემოზე უარყოფითი ზემოქმედება. საქართველოში სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედაა. პირველი ივლისიდან დაიწყო რეფორმის მეორე ეტაპი, სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო პერიოდულ ტექნიკური ინსპექტირებას ითვალისწინებს.
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)