17:17 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-29 16:36:41, 803 ნახვა

კომენტარი
ქანთარია - მინისტრები ველოსიპედებით აღმართებში ვერ ივლიან, ამომრჩეველი თუ დაეხმარებათ მიწოლაში, შეიძლება

„მინისტრები, რა თქმა უნდა ვერ გადავლენ მოტოროლებზე, მაგრამ გარკვეულწილად ცოტა თანხა უნდა დაზოგონ“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია ე.წ. შავ ჯიპებთან და პერსონალურ ავტომობილებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებას.

„მართლაც არ არის საჭირო 100 ათას ლარიანი მანქანებით სიარული... ველოსიპედები შეიძლება, მაგრამ რადგან ჩვენ მთაგორიანი ადგილი ვართ, ამდენად გაძნელდება ველოსიპედი. ყველას არ აქვს ძალა, რომ აღმართებში მიაწვეს. თუ ამომრჩეველიც დაეხმარება ამ მიწოლაში, მაშინ კიბატონო, შეიძლება ეს მსჯელობის საგანი გახდეს“, - აღნიშნა ქანთარიამ.

ცნობისთვის, მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე პრემიერმა აღნიშნა, რომ შემდეგ სხდომაზე წარმოადგენს ინიციატივას, რომელიც არა მხოლოდ „შავ ჯიპებს“, არამედ მთლიანად ავტოპარკს შეეხება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტში მომხდარი ჩხუბის გამოძიებას მოითხოვს
რა შეიცვალა საქართველოს ეკონომიკისთვის ახლო აღმოსავლეთის შეთანხმებიდან ორი კვირის თავზე?
პაპუაშვილი – ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ ექიმები, ისე იმოქმედებს პენიტენციური სამსახური
Flyone-მა კიშინაუდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics