|
2018-06-29 14:21:47, 660 ნახვა
საზოგადოება
ნაძალადევის გამგეობა მოსახლეობას მოუწოდებს, თბილისის ზღვის შემავსებელი არხის მიმდებარე ტერიტორიაზე არ გადაადგილდნენ
ნაძალადევის რაიონის გამგეობა უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მოქალაქეებს მოუწოდებს, თბილისის ზღვის შემავსებელი არხის მიმდებარე ტერიტორიით არ ისარგებლონ, სადაც ცურვა აკრძალულია. მერიის ინფორმაციით, რაიონის გამგეობა თბილისის ზღვის შემავსებელ არხთან, უსაფრთხოების მიზნით, დამატებით ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს განახორციელებს და რამდენიმე საინფორმაციო ბანერს განათავსებს. აღნიშნულ მონაკვეთზე საინფორმაციო აბრაა განთავსებული და ტერიტორია მავთულხლართებით არის შემოსაზღვრული. თბილისის ზღვის ტერიტორიასთან არსებული საშიში ზონა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა, ირაკლი ხელაძემ დაათვალიერა. „აღნიშნული არხის მიმდებარე ტერიტორიაზე ცურვა დაუშვებელია. თბილისის მერია და ნაძალადევის რაიონის გამგეობა მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. მოქალაქეებს ვთხოვთ, ნუ შეუქმნიან საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეს და ნუ ისარგებლებენ თბილისის ზღვის ამ მონაკვეთით. მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორიაზე საინფორმაციო-ამკრძალავი აბრა და დამცავი ღობეა განთავსებული, მოქალაქეები არხში მაინც ჩადიან. აქედან გამომდინარე, გამგეობა დამატებით საინფორმაციო დაფებს განათავსებს და ზღვის სანაპიროს გარკვეულ მონაკვეთზე დამატებით დამცავ ღობეს მოაწყობს“, - განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა. მოქალაქეების უსაფრთოების დაცვის მიზნით დაგეგმილი დამატებითი ინფრასტრუქტურული სამუშაოები ივლისში დასრულდება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)